სტიქიის ზონაში „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა

კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა. დაკარგულებთან დაკავშირებით ადამიანებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 598 913 089 და მიაწოდონ ინფორმაცია.  ამ ეტაპისთვის, ახლობლები დაახლოებით 40 ადამიანს ვერ უკავშირდებიან. სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები დილით განახლდა.

შეგახსენებთ, რომ შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა და ტალახის უზარმაზარმა მასას შოვი გაანადგურა.

 

მსგავსი თემები