,,სადაც კოტეჯები იყო იქ ფაქტობრივად არაფერია”- თემურ მღებრიშვილი

,,ამ დროისთვის, სამწუხაროდ 2 ცხედრის პოვნა უნდა დავადასტუროთ. მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება,”- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ”შესულია ტექნიკა, ყველა ტექნიკაზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა მეტი ყურადღება მიაქციონ სამუშაოებს, რომ ცხედრის აღმოჩენის შემთხვევაში არ მოხდეს დაზიანება”.

,,გარდა ამისა, მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან მეხანძრე-მაშველების მიერ და ამ ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებით მოგვიანებით მოგახსენებთ. დილიდან 7-ის ნახევრიდან დავიწყეთ ვერტმფრენებით იმ ადამიანების გამოყვანა, რომლებიც გუშინ ჩვენ მობილიზებული გვყავდა უსაფრთხო ადგილებში, დღეს გამოვიყვანეთ 140 ადამიანი და დანარჩენი, ეპიცენტრში აბსოლუტურად ყველგან შესულები ვართ.

კოტეჯებზე გეტყვით, რომ სადაც კოტეჯები არსებობდა იქ ფაქტობრივად არაფერი აღარ არის, არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ მივედით იმ ადგილებამდე, იქიდან გამომდინარე რომ იქ ძალიან სქელი ფენა არის, რადგან იფლობიან ჩვენი მაშველები, ამიტომ ხდება იქ ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და შევიდეთ”, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. 

მსგავსი თემები