,,ასეთი შეცდომები დაუშვებელია”- მორავიეცკიმ კიევში პოლონეთის ელჩის გამოძახება დაგმო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ მკაცრად დაგმო კიევის გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის გამოძახების თაობაზე.

„ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ერთადერთია, ვინც დარჩა კიევში უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დღიდან, არ უნდა გამოეძახათ. ეს არ უნდა მომხდარიყო. საერთაშორისო პოლიტიკაში, მიმდინარე ომის პირობებში, იმ უზარმაზარი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელსაც პოლონეთი უკრაინას უწევს, ასეთი შეცდომები დაუშვებელია“, – წერს მატეუშ მორავიეცკი.

მან დასძინა, რომ პოლონეთისთვის სხვა სახელმწიფოს ინტერესები არასდროს დადგება მათი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.

მანამდე სამშაბათს, პოლონეთის ელჩი უკრაინაში ბარტოშ ჩიჩოკი დაიბარეს კიევში საგარეო საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის ოფისის ხელმძღვანელის, მარკინ პშიდიჩის განცხადებების გამო.

პოლონურ მედიასთან ინტერვიუში პშიდიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინას მართლაც დიდი მხარდაჭერა აქვს პოლონეთისგან და რომ მან „უნდა დაიწყოს იმ როლის შეფასება, რომელიც პოლონეთმა ითამაშა უკრაინისთვის ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში“.

მსგავსი თემები