აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, დაუბრუნდეს შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ მოლაპარაკებებს – გაერო-ში აშშ-ის ელჩი

აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსებს სურთ, მათი სასუქის გლობალურ ბაზარზე გატანა და სასოფლო-სამეურნეო ტრანზაქციების ხელშეწყობა, მოუწევთ,  შეთანხმებას დაუბრუნდნენ.

„აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, რომელიც შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლევა, მაგრამ ჩვენ ჯერ ამის არანაირი მტკიცებულება არ გვინახავს“, – განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.

მსგავსი თემები