რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია

გასულ ღამეს რუსეთის ძალები უკრაინის დედაქალაქს 10-ზე მეტი დრონით შეუტია. საჰაერო თავდაცვის ძალებმა  ყველა რუსული დრონი ჩამოაგდო.

,,ყველა საჰაერო სამიზნე – 10-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი – საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დროულად აღმოაჩინეს და გაანადგურეს,” – განაცხადა კიევის  საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ.

მისივე თქმით, დრონების ნამსხვრევები კიევის რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა. დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობა და ტროტუარი.

მსგავსი თემები