უკრაინელმა სამხედროებმა ანდრეევკის სამხრეთით პოზიციებიდან მტერი განდევნეს – გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა მტერი ანდრეევკას სამხრეთით, ბახმუტის რაიონში მდებარე პოზიციებიდან განდევნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რომ უკრაინის  ძალები აგრძძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით.

„ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ქალაქ ბახმუტის სამხრეთით. თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული შეტევითი ოპერაციების დროს მტერი იძულებული გახდა დაეტოვებინა პოზიციები ანდრეევკას სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე. დაკარგული პოზიცია კლეშჩეევკას ჩრდილოეთით და დასავლეთით, ასევე კურდიუმოვკას ჩრდილო-დასავლეთით. მძიმე ბრძოლები გრძელდება“,- აცხადებენ გენშტაბში.

მსგავსი თემები