ყაზახეთიდან რუსეთისკენ მიმავალი ჯავშანტექნიკა შენიშნეს – მედია

ყაზახმა ჟურნალისტი ლუკპან ახმედიაროვი რუსეთის ფედერაციის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის მოძრაობის ფოტოს ავრცელებს.

ფოტოები, ახმედიაროვის თქმით, გადაღებულია შაბათს დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში (რუსეთის ფედერაციის ორენბურგის ოლქის ესაზღვრება) ორალ-აქსაის გზატკეცილზე. ფოტოს მიხედვით, სამხედრო საინჟინრო ტექნიკა ტრაულებზე გადაჰქონდათ.

„ფოტოზე რუსული ნომრის მქონე სატვირთო მანქანები ყაზახეთის ტერიტორიის გავლით ატარებენ სამხედრო ტექნიკას რუსეთის ფედერაციის მიმართულებით“, – წერს ჟურნალისტი.

ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი აღიარა, მაგრამ მათი მტკიცებით, ეს ტექნიკა არ არის ყაზახური.

„ამ სამხედრო ტექნიკას არავითარი კავშირი არ აქვს ყაზახეთის რესპუბლიკასთან, არის მესამე ქვეყნის საკუთრება და საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში, გეგმიური რემონტისთვის რუსეთში გაიგზავნა ყაზახეთის ტერიტორიის გავლით“, –  განაცხადა ყაზახეთის სამინისტრომ.

მსგავსი თემები