,,მსოფლიომ პასუხი უნდა გასცეს”- ზელენსკი ოდესაზე თავდასხმაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებულ შეტევას ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთმა კიდევ ერთხელ შეუტია “გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას”  და მსოფლიომ ამას პასუხი უნდა გასცეს.

,,რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს პორტებს, მარცვლეულს და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. მსოფლიომ ამას პასუხი უნდა გასცეს. როდესაც სამოქალაქო პორტებს უმიზნებენ, როდესაც ტერორისტები განზრახ ანადგურებენ ლიფტებსაც კი, ეს საფრთხეს წარმოადგენს ყველასთვის ყველა კონტინენტზე. რუსეთს შეუძლია და ის უნდა შეჩერდეს”,- წერს ზელენსკი Telegram-ზე.

ცნობისთვის, რუსეთმა გამთენიისას ოდესის რეგიონში სამხრეთით მდებარე პორტსა და სამრეწველო ობიექტებს დრონებით შეუტია.

მსგავსი თემები