,,ოკუპანტები ძალიან მალე იგრძნობენ ჩვენი მუშაობის შედეგებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

ოკუპანტები ძალიან მალე იგრძნობენ ჩვენი მუშაობის შედეგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას ამზადებს.

„ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებამდე ერთი თვე რჩება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სეზონი მაქსიმალურად იყოს ხელსაყრელი ჩვენი წინსვლისთვის, გამარჯვებისთვის, სურვილის ასრულებისთვის, აღვადგინოთ მშვიდობა მთელ უკრაინაში, გამონაკლისის გარეშე. მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მეტი იარაღი ჩვენი მეომრებისთვის. ტერორისტული სახელმწიფოს სრული პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მან ჩაიდინა უკრაინის, ჩვენი ქალაქების, სოფლებისა და ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები