დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს

აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ბრალი წაუყენეს. მას ბრალად ედება აშშ-სა და მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა და მოტყუებით 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობა.

ტრამპს ბრალი 4 პუნქტში წაუყენეს: შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით, შეთქმულება ოფიციალური პროცედურების შეფერხების მიზნით, სამსახურებრივი პროცედურების დაბრკოლება და ხელის შეშლის მცდელობა, შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიზნით.

„ბრალდებულმა და შეთქმულების თანამონაწილეებმა შეგნებულად გამოიყენეს ცრუ განცხადებები არჩევნების გაყალბების შესახებ, რათა აეძულებინათ შტატის კანონმდებლები და საარჩევნო ოფიციალური პირები, გაეუქმებინათ ლეგიტიმური არჩევნების შედეგები და შეეცვალათ ბრალდებულის ოპონენტის, ჯოზეფ ბაიდენის საარჩევნო ხმები ბრალდებულის ხმებით”, – ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.

მსგავსი თემები