მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტს არ იცნობს. მისი თქმით, დოკუმენტი არ წაუკითხავს.
„რა ნიშნავს ლობისტები იურიდიული ფირმა იყო და დიახ, დავიქირავეთ მუშაობდნენ ჩვენზე ძალიან კარგად და მადლობელი ვარ. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტს არ ვიცნობ, არ წამიკითხავს. იყო მედიაჯგუფი, რომელიც ასევე დავიქირავე, მერე რა არის?“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.