“ქართული ხორბლის ხარისხი დაბალია” – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ქართული ხორბლის ხარისხი დაბალია.

მალხაზ დოლიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ფერმერების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემები უხარისხო ხორბალმა განაპირობა.

,,ძირითადი სტრატეგია იყო იმპორტის ნაწილობრივი ჩანაცვლება ქართული ხორბლით, იმისათვის, რომ გასულ წელს საქართველოში 150 000 ტონა ხორბალი მოიწიეს, წელსაც ცუდ მოსავალს არ ელოდნენ. ამიტომ, ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, იყო სამუშაო შეხვედრები, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო სავსებით სწორად განკარგავს ამ დარგში პოლიტიკას. მათი სურვილი იყო ხელი შეეწყოთ ფერმერებისთვის, ის ხორბალი, რომელიც დაამზადა ქართველმა ფერმერმა მისულიყო წისქვილებში, ქცეულიყო ფქვილად და შემდეგ პურად. თავდაპირველად, 15-20 ათასამდე ტონა ხორბალი იყო მიღებული, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა ხორბლის ხარისხის პრობლემა. ხორბლის გადამამუშავებლებს არ მოეწონათ ხორბლის ხარისხი. პრობლემა გაჩნდა ფასში, როდესაც დაინახეს, რომ იმ კონდიციის არ არის ხორბლის ხარიხსი, რომელიც პურის ცხობას სჭირდება, შეთავაზეს სხვა ფასი. დღესაც, ქართული წისქვილები უფასოდ სთავაზობენ ხორბლის ანალიზს, ეუბნებიან,  თუ ხორბალი შეესაბამება პურის ცხობისთვის საჭირი, ფასზე არ გალაპარაკებ. მაგრამ, ასე არ არის, ხორბალს აქვს ხარისხი, უნდა გაისინჯოს. პროდუქტი თუ ხარისხიანი არ არის, მოსახლეობა დგას ამის უკან. უხარისხო ხორბალმა განაპირობა ეს. წვიმები იყო თითქმის ყოველდღე, ამან ხორბლის ხარისხზე იმოქმედა,”- განაცხადა მალხაზ დოლიძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

“ქართული ხორბლის ხარისხი დაბალია” – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში

მსგავსი თემები