რუსეთმა ოდესაზე მასობრივი შეტევა განახორციელა

რუსეთმა მასობრივი შეტევა განახორციელა ოდესაზე სხვადასხვა ტიპის რაკეტებითა და თვითმფრინავებით. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა უკრაინის დედაქალაქზეც. მტერი თავს დაესხა დედაქალაქსა და კიევის რეგიონს დრონებით, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვამ აღმოაჩინა და გაანადგურა.

,,მთელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმების რთული ღამე. სამხრეთი, ოდესის რეგიონი – განსაკუთრებით. მაგრამ მტერმა არც კიევი დაივიწყა. კვლავ შეუტია დედაქალაქ “შაჰედით”. უშედეგოდ.”,- განაცხადა სერგეი პოპკომ.

მსგავსი თემები