დონალდ ტრამპი დაკავებას ელის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განცხადებით, კაპიტოლიუმზე შტურმის და 2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დაკავებას ელის.

ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს, პროკურორმა ჯეკ სმიტმა აცნობა კვირას ღამით, რომ ის იყო მათი გამოძიების სამიზნე.

,,მე ვარ ნაფიც მსაჯულთა გამოძიების სამიზნე და ძალიან მოკლე, 4 დღის ვადას მაძლევენ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში გამოვცხადდე, რაც თითქმის ყოველთვის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას ნიშნავს,” – წერს ტრამპი.

პროკურორს ტრამპის განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი თემები