,,შემთხვევიდან რამდენიმე წამში სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი იყო ადგილზე”- სასტუმრო ოაზისის ადვოკატი

ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით,  სასტუმროს ადვოკატი კახა წერეთელი კომენტარს აკეთებს.

,,გუშინვე მოხდა როგორც ჩანაწერების დათვალიერება, ასევე დაწყებულია გამოკითხვები ჩაქვის პოლიციაში და სრული სურათი მიწოდებული იქნება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის, რა ვალდებულებებიც გააჩნია ადმინისტრაციას აუზების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, ეს ვალდებულებები დაცულია. სამედიცინო პუნქტი არსებობს ტერიტორიაზე, შემთხვევიდან რამდენიმე წამში სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი იყო ადგილზე, მაშველები დაუყოვნებლივ იყვნენ იყვნენ შემთხვევის ადგილზე. ვალდებულება იმისა, რომ ყოველ აუზთან თითო მაშველი იყოს, ასეთი ვალდებულება არ არსებობს. ის, რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, ყველაფერი შესრულებული იყო”,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 18 ივლისს, სასტუმრო დრიმლენდ ოაზისის აუზში 5 წლის ბავშვი დაიხრჩო.

მსგავსი თემები