საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ბრალად ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა ედება ჩეხეთი აშშ-ს გადასცემს

ჩეხეთი აშშ-ს საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. კანონიერი ქურდ  პოლად ომაროვს გადასცემს. იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა  ხელი მოაწერა შეთანხმებას 38 წლის ფოლად ომაროვის აშშ-ში ექსტრადირების შესახებ.

ომაროვი დააკავეს მიმდინარე წლის 4 იანვარს პრაღაში სწრაფი განლაგების განყოფილების (URNA) პოლიციის თანამშრომლებმა ნიუ-იორკის შტატის სასამართლოს მიერ გაცემული საერთაშორისო დაკავების ორდერის საფუძველზე.

მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ეჭვმიტანილმა უნდა აღიაროს რამდენიმე ძალადობრივი დანაშაული შეერთებულ შტატებში, მათ შორის მონაწილეობა ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეზადოვას, საბოლოოდ განუხორციელებელი მკვლელობის მომზადებაში.

ცნობისთვის, ომაროვთან ერთად, ამავე ბრალდებით, კიდევ ორი პირი, რაფატ ამიროვი და ხალიდ მეჰდიევი დააკავეს.

 

მსგავსი თემები