ხანძარმა მეორე დღეა ათენის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტყეებსა და ქალაქებში უკონტროლოდ მოიცვა.
დაიწვა სახლები და მანქანები მანდრას მიდამოებში, დედაქალაქის დასავლეთით, განადგურდა ინფრასტრუქტურა.
ხანძრის გამო, მოსახლეობა იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა.
თვითმხილველებისა და ოფიციალური პირების თქმით, ხანძრის ერთ-ერთი კერა 8 კილომეტრზე ვრცელდებოდა.
მოძრაობა საათობით შეჩერებული იყო ათენის ქალაქ ელეფსინასა და კორინთთან დამაკავშირებელ ორ ეროვნულ გზაზე, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მუშაობენ.