დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თავდაპირველად მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ გამარჯვებასთან დაფიქსირდა, ხოლო მეორე მიწისძვრა ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან.
სოფელ გამარჯვებაში მიწისძვრა 06:38 საათზე დაფიქსირდა ბიძგების სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა.
ხოლო სოფელ მამიშლარში, მიწისძვრა 08:54-ზე დაფიქსირდა და სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა.