გავრცელებული ინფორმაციით, პრიგოჟინის თვითმფრინავი მინსკთან დაეშვა

ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი (რეგისტრაციის ნომერი RA-02795)  მინსკის მახლობლად, მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე  07:40 საათზე დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას “Беларускі Гаюн” ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, 07:58 საათზე იმავე ადგილას დაეშვა კიდევ ერთი კერძო თვითმფრინავი სარეგისტრაციო ნომრით RA-02878, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან აფრინდა.

მსგავსი თემები