„შეიარაღებული ამბოხება ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა“- ვლადიმერ პუტინი

„შეიარაღებული ამბოხება ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა. პუტინმა მადლობა გადაუხადა  იმ ჯარისკაცებს და „ვაგნერის“ ჯგუფის მეთაურებს, რომლებმაც მიიღეს ”სწორი გადაწყვეტილება – ძმათამკვლელი სისხლისღვრა არ ჩაიდინეს, ბოლო ხაზზე გაჩერდნენ.”

„ეს იყო მცდელობა მათი მოტყუებით გამოყენებისა თავიანთი ძმების წინააღმდეგ. ამიტომ მოვლენების დაწყებიდანვე, ჩემი პირდაპირი მითითებით, გადაიდგა ნაბიჯები დიდი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად… მათ შორის, მივეცით დრო მათ, ვინც შეცდომა დაუშვა, დაფიქრდნენ, გააცნობიერონ, რომ მათი ქმედებები მკაცრად უარყოფილია საზოგადოების მიერ და რა ტრაგიკული, დამანგრეველი შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, იმ ავანტიურას რომელშიც ისინი ჩათრეულნი არიან“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები