,,პრიგოჟინის ამბოხი იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, აშშ და ნატო არ იღებდნენ მონაწილეობას მოვლენებში”- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, პრიგოჟინის ამბოხი იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, რაშიც აშშ და ნატო არ იღებდნენ მონაწილეობას.

,,პრიგოჟინის ამბოხი და შემდგომი მსვლელობა იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, აშშ და ნატო არ იღებდნენ მონაწილეობას მოვლენებში,”- განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ მან დაავალა თავის უსაფრთხოების ჯგუფს, მიეცათ მისთვის სიტუაციის განვითარების შესახებ მოხსენებები ყოველ საათში ერთხელ.

„დავავალე მომზადება მოსალოდნელი „სხვადასხვა სცენარისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ  არ იღებენ მონაწილეობას რუსეთის შიდა სისტემის ბრძოლაში.

 

მსგავსი თემები