აშშ-ის დაზვერვას  პრიგოჟინის ამბოხის გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდა – ”სიენენი”

”სიენენის” ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვას „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხის გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდა.

დაზვერვის ინფორმაციით, პრიგოჟინის ამბოხის მიზეზი 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იყო, რომლის მიხედვითაც, ყველა კერძო სამხედრო კომპანია იძულებული გახდებოდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულებას გაეფორმებინა.

„სიენენის“ ინფორმაციით, უკრაინელი მაღალჩინოსნები  არ იყვნენ  ინფორმირებული დაზვერვის ინფორმაციის შესახებ. ამასთან, მოკავშირეებმა უკრაინა გააფრთხილეს, რომ ამბოხის პარალელურად არ მიეტანათ იერიში რუსეთის ტერიტორიებზე, ამბოხის პარალელურად.

როგორც ”სიენენი” წერს,  ინფორმაცია იმდენად იყო გასაიდუმლოებული, რომ მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებმა და კონგრესის „რვიანი ჯგუფის“ წევრებმა იცოდნენ.

 

მსგავსი თემები