კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ტანკები, რომლების გაგზავნასაც ბრიტანეთი უკრაინაში აპირებს “დაიწვება”. პესკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინას იყენებს თავისი ანტირუსული მიზნების მისაღწევად.
“ისინი იყენებენ (უკრაინას) როგორც ინსტრუმენტს თავიანთი ანტირუსული მიზნების მისაღწევად. ეს ტანკები იწვის და დაიწვება ისევე, როგორც დანარჩენი”, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ბრიტანეთის განცხადებით, უკრაინას უახლოეს კვირებში გაუგზავნის 14 მთავარ საბრძოლო ტანკს Challenger 2-ს, ასევე სხვა მოწინავე საარტილერიო მხარდაჭერას.