,,პუტინის ბიოციდი” გენოციდის ანალოგია – შავი ზღვის აუზში მკვეთრი ცვლილებებია”- ივანე ჩხაიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

,,პუტინის ბიოციდი” გენოციდის ანალოგია – შავი ზღვის აუზში მკვეთრი ცვლილებებია,”- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგებსა და საფრთხეებზე ისაუბრა.

,,ბევრი პუტინის ბიოციდს უწოდებს, კახოვკის ჰესის აფეთქებას, ვინაიადან გენოციდის ანალოგია. ბიოციდი მთელი ეკოსისტების განადგურებას ნიშნავს, რაც მკვეთრ ცვლილებებს გულისხმობს შავი ზღვის მთლიან აუზში. როდესაც ვსაუბრობთ, ამ კატასტროფის შედეგებზე, აქ საუბარი მხოლოდ მტკნარი წყლის ზეგავლენაზე არაა. ოდესის გარშემო ზღვის მარილიანობის მაჩვენებლი სამჯერ არის შემცირებული, ადრინდელ პერიოდთან შედარებით, რაც უდიდესი საფრთხეა ეკოსისტემისთვის. ასევე გასათვალისწინებელია უამრავი ჩამოტანილი მასალა – ბენზინი, ზეთი, მინერალური სასუქები, ცხოველები, რომელმაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს ზღვის სისუფთავის ხარისხი. ჯერჯერობით, საქართველოს ტერიტორიაზე ზღვის ხარისხი ნორმებს შეესაბამება. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველომდე არ ჩამოაღწევს ამ კატასტროფული ზემოქმედების შედეგები. თუმცა, აუცილებელია სიფრთხილე და მუდმივი მონიტორინგი შავი ზღვის ხარისხთან დაკავშირებით,”- განაცხადა ივანე ჩხაიჩემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, დაბინძურებული წყლის შედეგად, ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი არსებობს. თუმცა, მისი განმარტებით, რისკები გაცილებით მაღალია უკრაინის სანაპიროსთან.

,,რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები და ვიდეო აფხაზეთში მკვდარი ცხოველების გამორიყვის შესახებ. შესაბამისად, ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი, თუ ეს იქნება მასიური, რა თქმა უნდა არსებობს. თუმცა, ზღვის წყალს თვითგაწმენდის უნარი აქვს, თანაც კატასტროფის ადგილიდან დაშორება დიდია და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ზომექმება საქართველოს ზღვის წყალზე იქნება მინიმალური,”- განაცხადა ივანე ჩხაიჩემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

 

,,შავი ზღვის აუზში მკვეთრი ცვლილებებია”- ივანე ჩხაიძე მედიაცენტრ მთავარში

მსგავსი თემები