,,უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით, პროტესტის კერები გავაჩინოთ”- პაატა მანჯგალაძე

,,მარტივი არჩევანი გვაქვს, ან გამოვალთ ქუჩაში და მოვთხოვთ ხელისუფლებას სასამართლოსთან დაკავშირებულ რეფორმას, ან ზაფხულში ყველას ერთად მოგვიწევს სიცხეში ბუზებთან და კოღოებთან ბრძოლა,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „როგორც რუსული კანონით ხდებოდა 12 რეკომენდაციისა და ევროპული კურისის საბოტაჟი, ასევე, სასამართლოსთან დაკავშირებით თუ არ იქნება რეფორმა, იგივე დღეში ვიქნებით.” ,,მე არჩევანი გაკეთებული მაქვს და „სტრატეგია აღმაშენებელი“ აპირებს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. „ქართული ოცნება“ არ მიიღებს ამ ცვლილებებს, არც საგამოძიებო კომისიას შექმნის. ამიტომ, დროულად ვუთხრათ ხალხს სიმართლე, რომ „ქართული ოცნება“ ეღობება სტატუსის მიღებას. მათ შორის იმით, რომ სასამართლოსგან…

მეტი...

,,როდესაც მოსამართლებს ჭორების საფუძველზე ასანქცირებ, არაფერია, თუ არა მტრული დამოკიდებულების გამოვლინება” – ”ხალხის ძალა”

,,სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის ელჩი მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს, რაც სახელმწიფოს უხეში შეურაცხყოფაა. ,,სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს. როდესაც ოთხ ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, კორუფციაში დებ ბრალს და „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედიასაშუალებებში გავრცელებული ჭორების საფუძველზე ასანქცირებ, ეს სხვა არაფერია, თუ არა მტრული დამოკიდებულების გამოვლინება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ. სამართლის საყოველთაო პრინციპების თანახმად, მოსამართლე განსაკუთრებული ხელშეუხებლობით…

მეტი...

“წითელი ჯვრის” მაშველი ძაღლები სამუშაო მისიაზე გაემგზავრნენ

ორგანიზაცია ” წითელი ჯვრის” მაშველი ძაღლები სამუშაო მისიაზე თვითმფრინავით გაემგზავრნენ. ავიაკომპანიამ რექსის, ბალამს და ორლის ნება დართო, სხვა მგზავრებთან ერთად, სპეციალური მოწყობილობის გარეშე ემგზავრათ. მგზავრებმა ავიაკომპანიას მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მათ სწორედ ისეთივე პატივისცემით უნდა ექცეოდნენ, როგორ გმირებს.     წყარო: აიპრესი

მეტი...

,,არ შეიძლება გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მხოლოდ სოლიდარობის გამო იყოს მიღებული”- გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსის განცხადებით,  უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა იქნას მიღებული მხოლოდ სოლიდარობის გამო. „კარი ოდნავ გაღებულია, მაგრამ ახლა არ არის [ამ საკითხის] გადაწყვეტის დრო“, – განაცხადა პისტორიუსმა. მინისტრს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ არ შეიძლება მხოლოდ სოლიდარობის გრძნობის გამო, არამედ ცივი გონებითა და ცხელი გულით – ”არა პირიქით,” დასძინა პისტორიუსმა.

მეტი...

დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში დაახრჩეს – სააპელაციომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულთა სააპელაციო საჩივრები და უცვლელად ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ,,სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ქ.გორში,  ოთხი მსჯავრდებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულად თანხას. მსჯავრდებულებმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი მდინარე მტკვარში დაახრჩეს. წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა მომხდარის შესახებ   მეგობარს უთხრეს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ…

მეტი...

,,მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს. დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან, ამ დღესთან დაკავშირებით, პრემიერი განცხადებას ავრცელებს. ,,საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება – სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის, მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი  მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა – კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის…

მეტი...

,,ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს. მისი თქმით, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. ,,2012 წლის 21 აპრილს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა  ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლე,…

მეტი...

,,თუ 2024 წელს ომი ისევ იქნება, რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე არ უნდა იყვნენ”- პარიზის მერი

ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ქალაქ პარიზის მერს, ანა იდალგოს შეხვდა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა ან იდალგოს ურყევი პოზიცია რუსი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებში, მათ შორის პარიზის ოლიმპიურ თამაშებში დაშვების აკრძალვასთან დაკავშირებით. „ჩემთვის პარიზი არის ადამიანის უფლებათა დედაქალაქი. და არა მხოლოდ ჩემთვის. ძალიან მნიშვნელოვანია – ოლიმპიური მოძრაობის ღირებულებები. ჰუმანიზმის ღირებულებები. ევროპის ღირებულებები. 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, თუ ომი გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ისინი თავს დაესხნენ ჩვენ და ჩვენს ღირებულებებს. თუ ომი გაგრძელდა, პარიზში რუსი სპორტსმენების მიღება შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ აქ ვართ. ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ სპორტსმენები,…

მეტი...

ლატვიაში 9 მაისს სადღესასწაულო ღონისძიებები აიკრძალა

ლატვიის სეიმმა ორი მოსმენით მიიღო კანონი 9 მაისს საჯარო ღონისძიებების აკრძალვის შესახებ.კანონს მხარი სეიმის 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონის მიზანია სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მორალის დაცვა, ასევე არეულობის წინააღმდეგ ბრძოლა. კანონი ადგენს, რომ ლატვიის მთელ ტერიტორიაზე 9 მაისს, აკრძალულია პიროტექნიკის გამოყენება, საჯარო სადღესასწაულო და გასართობი ღონისძიებების, მსვლელობების, შეხვედრებისა და პიკეტების ჩატარება. გარდა ამისა, კანონი შექმნილია „ლატვიის, როგორც დემოკრატიული და ეროვნული სახელმწიფოს ღირებულებების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის საზოგადოების განხეთქილების, ომის განდიდების, სამხედრო აგრესიის, ტოტალიტარიზმის, ძალადობისა და ისტორიული მოვლენების ყალბი გაშუქების ჩათვლით. ”…

მეტი...

სუდანიდში მყოფი საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია კვლავ ვერ ხერხდება

სუდანში, კონფლიქტის ზონაში მყოფი საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია უკვე რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება. ისინი ხუთი დღეა სუდანს ვერ ტოვებენ. სუდანში რამდენიმე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. შეტაკებებს ამ დროისთვის სულ მცირე 350 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათასობით ადამიანი. დაპირისპირებულ მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები ორჯერ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისევ გრძელდება. ქვეყანაში პროდუქტის, სასმელი წყლისა და ელექტრომომარაგების კრიზისი დაიწყო.

მეტი...

ძლიერი აფეთქება რუსეთის ქალაქ ბელგოროდში

ძლიერი აფეთქება რუსეთის ქალაქ ბელგოროდში – ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 20 მეტრის რადიუსის კრატერი გაჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელგოროდის თავზე რუსული თვითმფრინავის Su-34-ის “საავიაციო საბრძოლო მასალის არანორმალური დაშვება მოხდა”. „2023 წლის 20 აპრილს, მოსკოვის დროით 22:15 საათზე, ქალაქ ბელგოროდის თავზე საჰაერო კოსმოსური ძალების სუ-34 თვითმფრინავის ფრენისას მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის არანორმალური დაშვება. შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. მსხვერპლი არ არის“, – აცხადებენ შსს-ში. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ორი ადამიანი დაშავდა.

მეტი...

,,გაოცებული ვარ აშშ-ის ელჩის გამოქომაგებით კეზერაშვილის მიმართ”- შალვა პაპუაშვილი

,,გაოცებული ვარ აშშ-ის ელჩის გამოქომაგებით კეზერაშვილის მიმართ, სხვანაირად მე მისი განცხადება ვერ აღვიქვი. რა დამატებით ინფორმაციებზეა საუბარი?!, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს დავით კეზერაშვილი სასჯელს ქართულ ციხეში უნდა იხდიდეს. „ქოლცენტრების“ საკითხი გვერდზე რომ გადავდოთ, კეზერაშვილის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლის განაჩენი. ქართულ ჯარს მან დადასტურებულად ხუთი მილიონი ევრო მოჰპარა, ეს იცის ყველამ და მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმაც. რა დამატებით გამოძიებაზეა საუბარი?! დღეს კეზერაშვილი სასჯელს უნდა იხდიდეს ქართულ ციხეში. იმის გამო, რომ მას აქ მფარველობენ, თავისუფალია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება. ფაქტია, რომ მას აქვს…

მეტი...

,,ვიძლევით გარანტიას”- ზურაბ აზარაშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ზარაშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა. მინისტრმა, შეხვედრაზე მშობლების საჭიროებები მოისმინა და მათ, პრეპარატ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოპოვებული ინფორმაცია გააცნო. „ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, რამდენიმე, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო  ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება. შესაბამისად, მსოფლიოს…

მეტი...

,,თითქმის 60 ქვეყანა უკვე ეხმარება უკრაინას დასახლებების აღდგენაში”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, თითქმის 60 ქვეყანა უკვე ეხმარება უკრაინის ქალაქების, დაბების და სოფლების აღდგენაში. მისი თქმით, 300-ზე მეტმა დასახლებამ უკვე მოაწერა ხელი 1500-მდე ინდივიდუალურ შეთანხმებას სხვადასხვა მხარეებთან რეკონსტრუქციის შესახებ. „ჩვენ ვცდილობთ გავაერთიანოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, გავაუმჯობესოთ ურთიერთქმედება ომის შედეგად დაზარალებულ თემებსა და პარტნიორებს შორის და ჩავუყაროთ საფუძველი გრძელვადიან თანამშრომლობას მომავალში“, – განაცხადა შმიგალმა. კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად მიყენებულმა ზარალმა თითქმის 143,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მეტი...