,,არ შეიძლება გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მხოლოდ სოლიდარობის გამო იყოს მიღებული”- გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსის განცხადებით,  უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა იქნას მიღებული მხოლოდ სოლიდარობის გამო.

„კარი ოდნავ გაღებულია, მაგრამ ახლა არ არის [ამ საკითხის] გადაწყვეტის დრო“, – განაცხადა პისტორიუსმა.

მინისტრს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ არ შეიძლება მხოლოდ სოლიდარობის გრძნობის გამო, არამედ ცივი გონებითა და ცხელი გულით – ”არა პირიქით,” დასძინა პისტორიუსმა.

მსგავსი თემები