,,უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით, პროტესტის კერები გავაჩინოთ”- პაატა მანჯგალაძე

,,მარტივი არჩევანი გვაქვს, ან გამოვალთ ქუჩაში და მოვთხოვთ ხელისუფლებას სასამართლოსთან დაკავშირებულ რეფორმას, ან ზაფხულში ყველას ერთად მოგვიწევს სიცხეში ბუზებთან და კოღოებთან ბრძოლა,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „როგორც რუსული კანონით ხდებოდა 12 რეკომენდაციისა და ევროპული კურისის საბოტაჟი, ასევე, სასამართლოსთან დაკავშირებით თუ არ იქნება რეფორმა, იგივე დღეში ვიქნებით.”

,,მე არჩევანი გაკეთებული მაქვს და „სტრატეგია აღმაშენებელი“ აპირებს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. „ქართული ოცნება“ არ მიიღებს ამ ცვლილებებს, არც საგამოძიებო კომისიას შექმნის. ამიტომ, დროულად ვუთხრათ ხალხს სიმართლე, რომ „ქართული ოცნება“ ეღობება სტატუსის მიღებას. მათ შორის იმით, რომ სასამართლოსგან დაკავშირებულ ცვლილებას არ შეასრულებს და ახლა რაც ხდება, პირდაპირი საბოტაჟია. ოპოზიცია უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ მხოლოდ პარლამენტში საკითხის დაყენება საკმარისი არ არის. უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით პროტესტის კერები გავაჩინოთ. ჩვენ თუ ამას შევძლებთ, ამ ზაფხულს ამაზე დიდ საქმეს ვერ გავაკეთებთ. მხოლოდ საპროცედურო ბრძოლებით ფონს ვერ გავალთ. აუცილებელია კოორდინაცია და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ დღეს „სტრატეგია აღმაშენებელში“. მე ვიცი, რომ სხვა პარტიებშიც არის განწყობა, კიდევ სხვა რაღაცებიც გავაკეთოთ ერთად. უხერხული იქნება ახლა მე რამე დაავანონსო. თქვენ ნახავთ უახლოეს დღეებში საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ საჭიროა არა მხოლოდ საპროცედურო ბრძოლა, არამედ სხვა მოქმედებებიც“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები