,,გაოცებული ვარ აშშ-ის ელჩის გამოქომაგებით კეზერაშვილის მიმართ”- შალვა პაპუაშვილი

,,გაოცებული ვარ აშშ-ის ელჩის გამოქომაგებით კეზერაშვილის მიმართ, სხვანაირად მე მისი განცხადება ვერ აღვიქვი. რა დამატებით ინფორმაციებზეა საუბარი?!, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დავით კეზერაშვილი სასჯელს ქართულ ციხეში უნდა იხდიდეს.

„ქოლცენტრების“ საკითხი გვერდზე რომ გადავდოთ, კეზერაშვილის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლის განაჩენი. ქართულ ჯარს მან დადასტურებულად ხუთი მილიონი ევრო მოჰპარა, ეს იცის ყველამ და მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმაც. რა დამატებით გამოძიებაზეა საუბარი?! დღეს კეზერაშვილი სასჯელს უნდა იხდიდეს ქართულ ციხეში. იმის გამო, რომ მას აქ მფარველობენ, თავისუფალია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება. ფაქტია, რომ მას აქვს გარკვეული მფარველობა და ამ მფარველობით ის აფინანსებს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, მედიასა და არეულობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მსგავსი თემები