ლატვიაში 9 მაისს სადღესასწაულო ღონისძიებები აიკრძალა

ლატვიის სეიმმა ორი მოსმენით მიიღო კანონი 9 მაისს საჯარო ღონისძიებების აკრძალვის შესახებ.კანონს მხარი სეიმის 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონის მიზანია სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მორალის დაცვა, ასევე არეულობის წინააღმდეგ ბრძოლა.

კანონი ადგენს, რომ ლატვიის მთელ ტერიტორიაზე 9 მაისს, აკრძალულია პიროტექნიკის გამოყენება, საჯარო სადღესასწაულო და გასართობი ღონისძიებების, მსვლელობების, შეხვედრებისა და პიკეტების ჩატარება.

გარდა ამისა, კანონი შექმნილია „ლატვიის, როგორც დემოკრატიული და ეროვნული სახელმწიფოს ღირებულებების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის საზოგადოების განხეთქილების, ომის განდიდების, სამხედრო აგრესიის, ტოტალიტარიზმის, ძალადობისა და ისტორიული მოვლენების ყალბი გაშუქების ჩათვლით. ”

,,ყველამ იცის, რომ 9 მაისი არის დღე, რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი იყენებს ტოტალიტარული და საოკუპაციო რეჟიმების განსადიდებლად და ჩვენს ინტერესებშია ისეთი მოვლენების პრევენცია, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს ღირებულებებს, ყოფს საზოგადოებას, განადიდებს სამხედრო აგრესიას და ხელს უწყობს ცრუ გაშუქებას”,- განაცხადა ლატვიის ადამიანის უფლებათა და საზოგადოებრივ საქმეთა კომისიის ხელმძღვანელმა, იევა ბრანტემ.

მსგავსი თემები