,,თითქმის 60 ქვეყანა უკვე ეხმარება უკრაინას დასახლებების აღდგენაში”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, თითქმის 60 ქვეყანა უკვე ეხმარება უკრაინის ქალაქების, დაბების და სოფლების აღდგენაში.

მისი თქმით, 300-ზე მეტმა დასახლებამ უკვე მოაწერა ხელი 1500-მდე ინდივიდუალურ შეთანხმებას სხვადასხვა მხარეებთან რეკონსტრუქციის შესახებ.

„ჩვენ ვცდილობთ გავაერთიანოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, გავაუმჯობესოთ ურთიერთქმედება ომის შედეგად დაზარალებულ თემებსა და პარტნიორებს შორის და ჩავუყაროთ საფუძველი გრძელვადიან თანამშრომლობას მომავალში“, – განაცხადა შმიგალმა.

კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად მიყენებულმა ზარალმა თითქმის 143,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მსგავსი თემები