სუდანიდში მყოფი საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია კვლავ ვერ ხერხდება

სუდანში, კონფლიქტის ზონაში მყოფი საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია უკვე რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება. ისინი ხუთი დღეა სუდანს ვერ ტოვებენ.

სუდანში რამდენიმე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. შეტაკებებს ამ დროისთვის სულ მცირე 350 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათასობით ადამიანი.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები ორჯერ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისევ გრძელდება. ქვეყანაში პროდუქტის, სასმელი წყლისა და ელექტრომომარაგების კრიზისი დაიწყო.

მსგავსი თემები