,,უსამართლოდ მიმაჩნია, რომ მე და ჩემი ოჯახი დღეს ვართ დევნილობაში“- დავით კეზერაშვილი

„აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ მე და ჩემი ოჯახი დღეს ვართ დევნილობაში“ – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან დევნა განიცადა.

„აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ მე და ჩემი ოჯახი დღეს ვართ დევნილობაში, ისევე როგორც უსამართლოდ მიმაჩნია ბევრი ადამიანის მიმართ, რომელიც იყო იმ ხელისუფლების ნაწილი, რომელიც 2003 წელს მოვიდა ხელისუფლებაში – ვარდების რევოლუციის შედეგად, იმ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლების.

მე არ ვარ ერთადერთი, რომელიც ამ ხელისუფლების მხრიდან დევნა განვიცადე. ასეთია რამდენიმე მინისტრი, პარლამენტარი და პრეზიდენტი რაც მთავარია, რომელიც დღესდღეობით ჰყავთ ციხეში იმ პირობებში რა პირობებშიც ჰყავთ” – დანაცხადა დავით კეზერაშვილმა.

 

მსგავსი თემები