ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში 5 აპრილს ჩავა

პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში 5 აპრილს ჩავა.

მისი თქმით, ზელენსკი ოთხშაბათს ვარშავის ციხის მოედანზე შეხვდება პოლონელებსა და უკრაინელებს, რომლებიც პოლონეთს შეაფარეს თავი.

,,ვიზიტი გაიმართება პრეზიდენტის (ანდჟეი) დუდას მოწვევით. იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოების ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე”, – განაცხადა საგარეო საკითხებში მრჩეველმა.

მსგავსი თემები