,,ციხეები გადავსებულია, სასწრაფოდ მისაღებია ამნისტიის აქტი”- ალექსანდრე კობაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძე და უფლებადამცველმა გიორგი კვაბზერიძემ  „მედიაცენტრ მთავარში“ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს.

როგორც ალექსანდრე კობაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპატიმრო დაწესებულებები გადავსებულია და დადგა დრო სახელმწიფომ მიიღოს ჰუმანული აქტი. მისივე თქმით, მათი ამოცანაა, საგაზაფხულო სესიაზე მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება.

,,ვფიქრობთ, დადგა დრო სახელმწიფომ მიიღოს ჰუმანული აქტი (ამნისტია),  ვინაიდან ციხეები გადავსებულია, უამრავი პატიმარი იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის სასჯელს და ამისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ გამოიჩინოს ჰუმანურობა. ჩვენი ინიციატივაა, შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც, ჩვენ შევქმნით კანონპროექტს. კანონპროექტი 1/4 სასჯელის დაკლებას ითვალისწინებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, აღნიშნულ კანონპროექტზე, რაც შეიძლება მალე მოხდეს ფოკუსირება და საკანონმდებლო ორგანოს მივმართოთ. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არის ჰუმანური, არ არის პარტიული და ვფიქრობ, პირველ რიგში ხელისუფლება დაინტერესდება აღნიშნული ჰუმანური აქტით. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეიძლება მეტი ჰუმანური აქტი იქნას მიღებული”,- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ   „მედიაცენტრ მთავარში“.

 

“ციხეები გადავსებულია, მისაღებია ამნისტიის აქტი” – ალექსანდრე კობაიძე და გიორგი კვაბზირიძე

მსგავსი თემები