,,წარმოუდგენელია, ადამიანს სურდეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და აკეთებდეს ამგვარ ანარქისტულ განცხადებებს”- წილოსანი კრამონზე

ვისურვებდი, რომ ვიოლა ფონ კრამონს მეტი პატივისცემა გამოეჩინა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა.

,,შეუფერებელია ევროპის პარლამენტარის და ჩვენი ქვეყნის თუნდაც გულშემატკივრის განცხადებებთან. წარმოუდგენელია, ადამიანს სურდეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და ის აკეთებდეს ამგვარ დესტრუქციულ და ანარქისტულ განცხადებებს. მე ვისურვებდი, რომ მას უფრო მეტი პატივისცემა გამოეჩინა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობის მიმართ,”- განაცხადა წილოსანმა.

მსგავსი თემები