ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინას არ მიატოვებს და ბოლომდე დაეხმარება

გერმანიის კანცლერის  განცხადებით, უკრაინა გერმანიისგან ჯავშანმანქანებს მიიღებს და დახმარებას მანამ გაუწევს, სანამ ეს საჭირო იქნება.

„ჩვენ ვწერთ ევროპის ისტორიის შემდეგ თავს და არ დავუშვებთ, რომ ევროპა დაუბრუნდეს იმ დროს, როდესაც ძალადობა ცვლიდა პოლიტიკას. ჩვენი გადაწყვეტილება,  რომ უკრაინას მივაწოდოთ ჯავშანტრანსპორტიორები და სადაზვერვო მანქანები, ასევე საზენიტო ბატარეა, არის ჩვენი კოორდინირებული გადაწყვეტილება ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან. ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭიროა, ერთად, როგორც ევროპელები, ევროპული მშვიდობის პროექტის დასაცავად“, – აღნიშნა კანცლერმა შოლცმა.

მსგავსი თემები