„ნეკნები აქვს წამოყრილი, ცარიელი ძვლები დარჩა“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანიამ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მესამე პრეზიდენტის დედამ მედიასთან განაცხადა, მისი შვილი ცარიელი ძვლებია.

„კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა. ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ აღარ არსებობს, ხერხემალი ჩანს. გადასხმები კეთდება, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღე უარესად ხდება, აბა, რანაირი მკურნალობაა? ხედავთ  როგორი  ინტერესია დასავლეთიდან, ამათ ეს ასე არ შერჩებათ“ –  განაცხადა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესს ვერ დაესწრება.

მსგავსი თემები