„უპირველეს ყოვლისა, ეს ამორალურია“ – ლიეტუვას პრეზიდენტი

უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხი ბოლო პერიოდში, განხილვის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. საუბარია გერმანიაზე, რომელიც თითქოს უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკის მიწოდებისგან თავს იკავებს.

აღნიშნულ თემაზე განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმაც გააკეთა. მართალია, მას გერმანია არ უხსენებია, თუმცა აღნიშნა, რომ ტანკების გადაცემის შეყოვნება ამორალურია.

„მე შემიძლია, მხოლოდ მწუხარება გამოვხატო, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ სწრაფად უნდა მივიღოთ, იგვიანებს. შეიძლება, ბევრი მიზეზი ჩამოთვალო, შესაძლოა, არ გსურდეს, მოახდინო იმ ქვეყნის პროვოცირება, რომელიც დღეს ბინძური ჩექმით მიცოცავს უკრაინის ტერიტორიაზე, ვფიქრობ, ეს არასწორია. უპირველეს ყოვლისა, ეს ამორალურია, რადგან ყოველი დღე ძვირი ჯდება, ეს ძვირად ფასობს უკრაინელებისთვის, ეს ეხება ყველაზე ძვირფასს – ადმიანის სიცოცხლეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

ინფორმაციისთვის, გერმანიას უკრაინისთვის ტანკები ამ დრომდე არ მიუწოდებია.

მსგავსი თემები