რუსეთის მტკიცებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გლობალურ კატასტროფას ნიშნავს

კრემლი მსოფლიოს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მოწოდება არ უნდა მოხდეს. ამჯერად  მსგავს გზავნილს დუმის დეპუტატივიაჩესლავ ვოლოდინი ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდება  რუსეთის ტერიტორიებს საფრთხეს უქმნის. მსგავსი ქმედება “გლობალურ კატასტროფას” გამოიწვევს.

„თუ ვაშინგტონი და ნატო-ს ქვეყნები მიაწვდიან იარაღს, რომელიც გამოყენებული იქნება ქალაქებზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს და შეეცდებიან ჩვენი ტერიტორიების დაპყრობას, როგორც ისინი ემუქრებიან, ეს გამოიწვევს საპასუხო ზომებს უფრო ძლიერი იარაღის გამოყენებით“, – აცხადებს დუმის სპიკერი.

 

მსგავსი თემები