„თუ ყველა ფიქრობს, რომ ომს გარანტირებულად მოვიგებთ, გეტყვით: 14 იანვრის შემდეგ ეს ასე სულაც აღარ გამოიყურება“ – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი, რომელმაც პოზიცია ახლახან დატოვა, აცხადებს, რომ ახლა თავისუფალი ადამიანია და რასაც საჭიროდ ჩათვლის იმას იტყვის. ალექსეი არისტოვიჩის შეფასებით,  სულ ტყუილად დასცინიან „სულელ რუსებს“ და ჰქონიათ, რომ დაუმარცხებლები არიან.

მან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის სიკვდილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რუსული სპეცოპერაციის ნაწილია.

„მოდით, ამ თვალსაზრისით შევხედოთ დენის მონასტირსკის და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დაღუპვას. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ჩვენ უკვე ვართ ისტორიაში, რომელსაც აღარ ვატრიალებთ. აი, ამოაგდეთ არესტოვიჩი, რომელიც იყო ერთ-ერთი ოფიციალური ხმა. მე, როგორც ადამიანმა, რომელსაც ასეთ რაღაცებთან მქონდა შეხება ცხოვრების განმავლობაში, შემიძლია გითხრათ, რომ უკვე ვართ ისტორიაში, რომელსაც ჩვენ არ ვატრიალებთ და ვმართავთ“ – აღნიშნა არესტოვიჩმა.

ყოფილი ოფიციალური პირის შეფასებით,  მის წინააღმდეგ გარკვეული ქმედებები ხორციელდება და ამ მხრივ ის ერთადერთი არ არის.

„მე არ ვარ ერთადერთი, ვის წინააღმდეგაც დღეს გარკვეული ქმედებები ხორციელდება. რუსები ურტყამენ ფიგურებს, რომლებიც გადამწყვეტ ფიგურებად მიაჩნიათ, რადგანაც უკვე ტრიალებს ისტორია, რომელსაც ჩვენ არ ვმართავთ. ჩვენ ამ ისტორიის შიგნით ვიმყოფებით. ასე რომ, ვიდრე სულელ რუსებს დავცინით და გვიხარია, რომ ჩვენ დაუმარცხებელი ვართ, შეგახსენებთ, რომ ჩვენ დაუმარცხებელი ვართ, ვიდრე ჩვენ ერთმანეთს არ დავუპირისპირდებით. მაგრამ როდესაც ერთმანეთს დავუპირისპირდებით, შემდეგ ძალიანაც ადვილად დასამარცხებელი ვართ, უმოკლეს ვადაში, ისე, რომ ამას ჩვენ თავადაც არ ველოდებით.  მე ახლა არაოფიციალური პირი ვარ და ვამბობ, რასაც მინდა, თუ ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ ომს გარანტირებულად მოვიგებთ, გეტყვით: 14 იანვრის შემდეგ ეს ასე სულაც აღარ გამოიყურება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ არესტოვიჩმა პოზიცია უკრაინაში საცვრებელი კორპუსების დაბომბვის შემდეგ დატოვა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს რუსული რაკეტა მას შემდეგ დაეცა, რაც ის უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, რის გამოც, ის რუსეთის სასარგებლო განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულეს.

 

მსგავსი თემები