უკრაინაში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები  დაკრძალეს

ბროვარიში, ვერტმფრენის შედეგად დაღუპულები დაკრძალეს. პრეზიენტმა ზელენსკიმ დაღუპულთა გვარები სათითაოდ ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ ეს ომი უკრაინული მიწიდან უნდა განიდევნოს.

“გრძელი დღე იყო. დავემშვიდობეთ მათ, ვისი სიცოცხლეც ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნას შეეწირა. დენის მონასტირსკი, მისი კოლეგები სამინისტროდან: ევჰენ იენინი, იური ლუბკოვიჩი, ტეტიანა შუტიაკი, მიხაილო პავლუშკო, მიკოლა ანაცკი, ანდრეი მარინჩენკო… ბიჭები ეკიპაჟიდან: ალექსანდრე ვასილენკო, კოსტანტინ კოვალენკო, ივან კასიანოვი… ქალი და ბავშვი, რომლებიც დილით საბავშვო ბაღში მიდიოდნენ… ვუსამძიმრებ ყველა ნათესავსა და მეგობარს…

დენისი იყო პროფესიონალი, ნამდვილი პიროვნება, ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ყოველდღე ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის გვემახსოვრება და განვიცდით, რომ არ დაბრუნდებიან.

უკრაინელებს, პატრიოტებს, პროფესიონალებსა და უბრალოდ საკუთარი თავის და სახელმწიფოს ერთგულებს ვერ დავაბრუნებთ. რამდენი სიცოცხლე, რამდენი ნათელი ადამიანი წაგვართვა ომმა. მინდა, დღეს ყველამ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას… დიდი პატივისცემა ყველას, ვისი სიცოცხლეც ომმა შეიწირა! დიდი პატივისცემა ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის! ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ომი ჩვენი მიწიდან განვდევნოთ,” – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

შეგახსნებთ, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნას შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტროს თანამშრომლებიც ემსხვერპლნენ.

 

მსგავსი თემები