ბორის ჯონსონი ბუჩაშიც ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩავიდა. ყოფილი პრემიერი არსებულ ვითარებას გაეცნო და პრეზიდენტთან შეხვედრაც გამართა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარდაჭერისთვის ბორის ჯონსონს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ბრძოლა უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.

პრივილეგიაა პრეზიდენტ ზელენსკის მოწვევით უკრაინაში ვიზიტი. უკრაინელი ხალხის ტანჯვა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის უკრაინის გამარჯვება – და რაც შეიძლება სწრაფად გამარჯვება”, – აღნიშნა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონი, პრმიერ-მინისტრობის პერიოდში უკრაინას რამდენჯერმე ესტუმრა.

 

მსგავსი თემები