„პენსიონერებს რომ სესხზე მაღალი პროცენტი აქვთ ეს არახალია“ – ირაკლი ზარქუა   

პარლამენტში, მიმდინარე კვირას „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს ელოდებიან, რომლებმაც პენსიონერებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

როგორც მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რა შეუძლია პარლამენტს გააკეთოს, ეს სწორედ ბანკის წარმომადგენლებმა უნდა თქვან.   

„ის, რომ პენსიონერებს მაღალი პროცენტი აქვთ ეს არახალია. პირველი დღიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მოვიწვიეთ შესაბამისი ინსტანციები – ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ლიბერთი ბანკის წარმომადგენლობა. გარკვეული ძვრები გვაქვს. ამ კვირაში ველოდებით, რომ მოვიდეს ლიბერთი ბანკი  და გვითხრას, თუ  რა შეუძლია მოქმედ ხელშეკრულებაში გააკეთოს,“ – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა ოპოზიციის  წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობს.

მსგავსი თემები