„ჰგონიათ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც კანაფის მოხმარება ლეგალურია“ – იაგო ხვიჩია

  •  

სასამართლო სრულიად უმიზეზოდ კეტავს  ქვეყნის შვილებს ციხეში. საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმრები გაუგებრობაში ხვდებიან, რადგან ჰგონიათ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც კანაფის მოხმარება ლეგალურია, მაგრამ  ისინი შესაძლოა პრობლემებში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე.

მან აფხაზეთიდან დევნილი პროგრამისტის,  დავით კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით, 2016 წელს კანაფის შენახვისთვის დააპატიმრეს.

„ის უკანონო პატიმარია.  2018 წელს კანაფისა და მისი პროდუქტების ლეგალიზაცია მოხდა ამ ქვეყანაში. 5 წელია დავით კვარაცხელია ციხეში  ზის და კიდევ 5 წელი უნდა გაატაროს იმ პროდუქტის შენახვისთვის, რომლის მოხმარებაც ლეგალურია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.  მისი თქმით,  თანამედროვე საქართველოში სასამართლოს პრობლემა ის გამეფებული იდეაა, რომელიც ამ ქვეყნის შვილებს 10 და 15 წლით კეტავს ციხეში სრულიად უმიზეზოდ, არგუმენტის გარეშე.

მსგავსი თემები