„საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულეთ, ბოდიში მოიხადეთ და თავი დაანებეთ ამ თემას“ – თალაკვაძე „ნაცმოძრაობას“

  •  

„თქვენი საკუთარი ქვეყანა ევროპაში დაადანაშაულეთ პრაქტიკულად ომის დაწყებაში და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში. და საერთოდ რა გაქვთ ამაზე თავის სამართლებელი. ბოდიში მოიხადეთ ნორმალურად და თავი დაანებეთ ამ თემას. არ არის ეს თქვენი ძლიერი მხარე“, – მიმართა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პლენარულ სხდომაზე. 

მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ არც პასუხები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, რითაც საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულეს.

„ამ ხალხს არანაირი პასუხები არ გააჩნიათ კოდორთან და ახალგორთან დაკავშირებით. არანაირი პასუხები არ გააჩნიათ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია რატომ არ გაკეთდა დროულად, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე წლების განმავლობაში რატომ ვერ შეაგროვეს მტკიცებულებები და რატომ იყო მიტოვებული ეს საქმე უყურადღებოდ, რომელიც შემდეგ საქართველოს მთავრობამ, თეა წულუკიანმა მიიყვანა ბოლომდე საქართველოს გამარჯვებით. არანაირი მორალური საფუძველიც კი არ აქვთ რომ უპასუხონ იმას, რაზეც მამუკა მდინარაძე აქ საუბრობდა. რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციის მეხუთე პუნქტს.  ქალბატონი თაკო ჩარკვიანი სწორად ყვიროდა, მაგრამ არასწორი მიმართულებით იხედებოდა, თქვენ უნდა გიყვიროთ, იმიტომ, რომ თქვენ მოაწერეთ სწორედ ხელი რეზოლუციას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები