არასამთავრობო ორგანიზაციები საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის ირაკლი ბებუას საკითხის ჟენევის ფორმატში განხილვას მოითხოვენ.
ორგანიზაციები “უფლებები საქართველო” და “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყონ გალში დაკავებული საქართველოს მოქალაქის საკითხის განხილვა 29-30 ივნისს დაგეგმილ ჟენევის დისკუსიის ფორმატში, ასევე გამოიყენონ ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური ბერკეტი ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად.