„ძალიან კარგი ხმა გაქვთ ქალბატონო თაკო… ნუ კივით, დავიტანჯე“ – ბექა დავითულიანი თაკო ჩარკვიანს

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, დღეს სიტყვიერი დაპირისპირებებითა და შეურაცხყოფით გამორჩეული იყო. ერთ-ერთი ბექა დავითულიანისა და თაკო ჩარკვიანის პოლემიკა იყო, როცა ჩარკვიანის ხმის ტემბრმა დავითულიანი და სხვა დეპუტატები ისე გააღიზიანა, დავითულიანი  ჩარკვიანის ადგილიდან ყვირილმა დატანჯა.  

„ნუ კივით, დავიტანჯე“- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს.

„რომ არ მოგეწერათ ხელი რეზოლუციაზე, რა – რეზოლუციას ხმები არ ჰყოფნიდა და ვერ გავიდოდა? ამიტომ, როცა ჩვენ გვთხოვთ რაღაცებზე შეგუებას, რაღაც რეალობებს თქვენც შეეგუეთ, მოვრიგდეთ რაღაც სიმართლეზე და მერე დავიწყოთ ერთმანეთის კრიტიკა, ამ სიმართლეზე თუ არ მოვრიგდით, თქვენ ალთას ხართ, ჩვენ ბალთას, ერთი სხვა რეალობაში ცხოვრობს, მეორე სხვა რეალობაში. რეზოლუციაზე, სადაც წერია, რომ საქართველომ წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი, ხელმოწერა რომ ცუდია და მინიმუმ შეცდომაა, რომელიც დანაშაულზე მეტია, ვთქვათ, რომ ეს არის ცუდი. შეცდომები არ მოგვდის?  რა თქმა უნდა, მოგვდის და შეიძლება უარესებიც გვქონდეს“, – განაცხადა დავითულიანმა.

დავითულიანის განცხადებას კი თაკო ჩარკვიანის ადგილიდან გაკეთებული რეპლიკები მოჰყვა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია.

„ძალიან კარგი ხმა გაქვთ ქალბატონო თაკო… ნუ ნერვიულობთ, მე არ მითქვამს რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი ვისთან ერთადაც ზიხართ, გაიგეთ? მაგას ხელი მოაწერეს და მოაწერეს ტყუილს“ – განაცხადა დავითულიანმა.

მსგავსი თემები