„ჭიჭე“ – პატარა; „ჩიჩიე“ – ლაჩარი – ლანძღვა მეგრულად საქართველოს პარლამენტში

მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ, საკანონმდებლო ორგანოში, ოპონენტის „შესამკობად“ მეგრული ლექსიკა გამოიყენა – „ჭიჭე“ – პტარა და „ჩიჩიე“ – ლაჩარი, ამ სიტყვებით მიმართა მან გიორგი ვაშაძეს, რომელმაც შესაძლოა ვერც კი გაიგო მეგრული სიტყვები.     

„ეს „ჭიჭე“, ჯუნიორი, თუ რა დავარქვა – „ჩიჩიე“ ვაშაძე, იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად რა, ტიპი ითხოვს, ითხოვს… გუშინ, რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, ახლა გაბოროტებული ეცა კახა კალაძეს, როცა შეეხებით უსამართლოდ ადამიანებს, მიიღებთ ცხვირ-პირში სიმართლეს“ – ასე უპასუხა ზარქუამ გიორგი ვაშაძეს, როცა მან სხდომათა დარბაზში კახა კალაძე კორუფციასთან კავშირში ახსენა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, კალაძემ  მძღოლებს და დისპეჩერებს 43 მილიონი ლარი ჯიბიდან ამოუღო.

„გაბოროტებული ეცა კახი კალაძეს და ისევ სიცრუე. „მარშუტკები“ რაც იყო ყვითელი ფერის გამოუსადეგარი ყველანაირად მოძველებული ტრანსპორტი, რომელიც გარემოს აბინძურებდა ვთქვით, რომ ეს უნდა ჩაენაცვლოს, მაგრამ კომპანიამ თქვა, რომ არ გვაქვს ამის ჩანაცვლების ფინანსური საშუალებაო, ამიტომ სქემა მოიგონეს, რომ თბილისის ბიუჯეტის საფუძველზე 36 მილიონად იყიდეს 300 ცალი ლურჯი მიკროავტობუსი, ისე, რომ ფასი არ გაზრდილიყო და შემდეგ მიაქირავეს ამ კომპანიას, რომ საბოლოოდ გამოისყიდოს. გამოისყიდა ეს 300 მიკროავტობუსი, კიდევ დამატებით ხდება 300-ის შესყიდვა და კიდევ დამატებით 400 „მარშუტკაზე“ მოხდება შესყიდვა“ – განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, როცა შეეხებით უსამართლოდ ადამიანებს, მიიღებთ ცხვირ-პირში სიმართლეს.

„ის რომ პენსიონერებს მაღალი პროცენტი აქვთ, ეს არახალია პირველი დღიდან, რომ შემოვედი დავიწყე ამაზე მუშაობა. ოპოზიციიდან ბიჭები შემოვიდნენ როგორც კი მიხვდნენ სააკაშვილთან დგომა იმ ფანჩატურში სისულელე იყო და დროული გადაწყვეტილება მიიღეს და როგორც კი შემოვიდნენ დაიწყეს მუშაობა პენსიონერების თემაზე. დავიწყეთ მუშაობა, მოვიწვიეთ შესაბამისი ინსტანციებიდან წარმომადგენლობა, გარკვეული ძვრები გვაქვს, ველოდებით ამ კვირაში კონკრეტული “ოფერით”, რომ მოვიდეს ეს ბანკი და გვითხრას რა შეუძლია, რომ ამ ეტაპზე გააკეთოს”, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები