საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე ნიკოლა სარკოზის პატიმრობა ემუქრება

  •  

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში სარკოზის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დასრულდა, სადაც სასამართლო ცდილობდა დაედგინა, დაარღვია თუ არა სარკოზიმ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონები.

„ევრონიუსი“ წერს, რომ განაჩენი მოგვიანებით იქნება გამოტანილი. სასამართლო პროცესზე პროკურორებმა სარკოზის წინააღმდეგ ექვსთვიანი პატიმრობა და ექვსთვიანი პირობითი სასჯელი მოითხოვეს. ნიკოლა სარკოზი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა, დანაშაულს უარყოფს. ბრალდების მხარის მტკიცებით, სარკოზიმ 2012 წლის კამპანიის დაფინანსებისთვის კანონიერ ზღვარზე ორჯერ მეტი დახარჯა. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი მიმდინარე წლის პირველ მარტს კორუფციისა და გავლენით ვაჭრობის ბრალდებით სხვა საქმეში დამნაშავედ ცნეს, რაც სარკოზიმ გაასაჩივრა.

მსგავსი თემები