კორონავირუსით 522 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 922  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 522  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 074   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.38 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  353 965-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.38 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.29%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 074 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 339 392-მდე.

მსგავსი თემები